10:45 | 2020-03-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

ცნობილია, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა 5 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ცნობილია, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა 5 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ისინი ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

 

„ხუთივე პირი ამერიკიდან ჩამოსული იყო, თუმცა ყველა სხვადასხვა დროს, შესაბამისად ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. წყარო არის ამერიკა, თუმცა ყველა დამოუკიდებელი კონტაქტია.

 

როდესაც გამოუვლინდათ სიმპტომები, მოგვაკითხეს და ჩვენ ავიღეთ ტესტები. ნაწილს ტესტები ჩაუტარდა გუშინ დილით, ნაწილს კი საღამოს“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

მისივე თქმით, ხუთივე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X