12:05 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

ცნობილია ვინ არიან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები 

ცნობილია ვინ არიან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 578 ადამიანი დაინფიცირდა
2020-10-05საქართველოში კორონავირუსით კიდევ 578 ადამიანი დაინფიცირდა

 

გარდაცვლილი 80 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23 სექტემბერს შეიყვანა. მას პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 4 ოქტომბერს.

 

მეორე პაიცენტი 88 წლის ქალბატონი ოზურგეთის მინიციპალიტის, სოფელ დვაბზუს მკვიდრია. ის ქუთაისის დღეს, დილით, ქუთაისის ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

 

„გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა, ხანდაზმული ქალბატონი, 88 წლის გარდაიცვალა, მას თანმდევი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები ჰქონდა, ის რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, დაუდგინდა კორონავირუსი და სამწუხაროდ დადგა ფატალური შედეგი“, – გვითხრა მჟვიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანია გარდაცვლილი.

 

დაინფიცირდა კიდევ 578 ადამიანი, რაც ანტირეკორდია. ჯამში, ინფიცირების 8696 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, ჯამში 4619 შეადგინა.

 

 

ავტორი: Prime Time

X