10:35 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ცნობილია, ვინ არიან ფონიჭალაში საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილები

ცნობილია, ვინ არიან ფონიჭალაში საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილები

ახალი დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალაში მომხდარი საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.

 

7 ადამიანი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელთან ერთადაც მისი 4 წლის შვილი ადგილზე დაიღუპა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალის დედაც.

 

ფონიჭალაში ავარიის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა
2020-08-16ფონიჭალაში ავარიის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

 

ასევე, ცნობილია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც დაიღუპა.

 

არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც, ავტომობილში ჩასხდომისას მანქანა დაეჯახათ. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა 25 წლის გოგო შვილთან ერთად. 7 წლის ბიჭი და ქალის დედა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის, 3 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X