00:49 | 2021-09-18 ავტორი: Prime Time

ცნობილია, ვინ გააკრა თბილისის ქუჩებში სისხლიანი ბანერები

ცნობილია, ვინ გააკრა თბილისის ქუჩებში სისხლიანი ბანერები

დღეს საღამოს, თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა „სისხლიანი ბანერები“. როგორც გაირკვა, იდეის ერთ-ერთი ავტორი, ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

 

გაბრიაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრაში ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნამდვილად მისი და მისი მეგობრების ინიციატივაა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებენ.

 

„ვარ სისხლიანი წინა მთავრობის მოწინააღმდეგე. დიახ ეს მე დავაფინანსე და ეს ჩემი და ჩემი სამეგობროს აზრია. გიორგი გახარია იმიტომ მოხდა ამ ბანერზე, რომ ის თამაშობს ნაციონალების საქმეს და მათ საქმეს აკეთებს. ყველაფერს აკეთებს რაც მათთვის კარგია. განცხადებებიც ისეთი გააკეთა. ამბობდა კალაძე პირველი და საუკეთესო მერიაო და, ნახეთ ბოლოს რაც გააკეთა. ხედავთ როგორც იქცევა“, – აღნიშნა გაბრიაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X