00:09 | 2021-03-31 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცნობილმა ჟურნალისტმა გაამხილა, რომ 11 წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძალადეს

ცნობილმა ჟურნალისტმა გაამხილა, რომ 11 წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძალადეს

ლონდონში ცნობილმა ჟურნალისტმა რუთ ლენგსფორდმა გაამხილა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადრეულ წლებში გახდა – ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

როგორც რუთ ლენგსფორდმა აღნიშნა, მასზე სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს, როდესაც ის სკოლის მოსწავლე იყო და ლონდონში მოგზაურობდა. ITV-ის წამყვანმა მომხდარი გაიხსენა, ჟურნალისტის თქმით, მაშინ ის სულ რაღაც 11 წლის იყო.

 

Loose Women-ის ვარსკვლავმა გაიხსენა:

 

“ერთხელ კაცმა კაბაში ხელი შემიცურა და ეს ხალხმრავალ ადგილას, მატარებელში მოხდა. მსგავსი რამ დამემართა დაახლოებით 11 – დან 16 წლამდე ასაკში. ახლა ჩემს თავს ვეკითხები, რატომ არ ვყვიროდი, აურზაური რატომ არ ავტეხე და არ ვაცნობე ოფიციალურ პირებს.” – ამბობს ჟურნალისტი.

 

მან ჟურნალში დაწერა: “ყველას საფრთხე არ ემუქრება, ყველა ადამიანი არ არის სექსუალური მტაცებელი ან მკვლელი, მაგრამ არც ჩვენ ვართ მსხვერპლნი. ჩემს შემთხვევაში, ჩემი ადრეული მოგონებები ძირითადად ლონდონში, სკოლაში სიარულის პერიოდს ეხებოდა.

 

 

 

მეტრო ჩემი ტრანსპორტირების ერთადერთი გზა იყო და ასევე ჩანდა, რომ გარყვნილები და მტაცებლები იმავე მარშრუტებს მიჰყვებოდნენ ისე, როგორც ფუტკრები ტკბილ ჯემს…

 

მე ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ ამ საკითხზე არავინ ლაპარაკობდა, ამიტომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა… ასე რომ, მე არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ გონებაში შევაჩერე ეს ყველაფერი და იმედი მქონდა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა.” – წერს ჟურნალისტი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X