
ქალაქ სიუჩჟოუში, 48 წლის ჩინელ კაცს ცოლი 10 დღის განმავლობაში არ უნახავს. ცოლი ექთნად მუშაობს და კარანტინში იმყოფება. კორონავირუსის გამო დაშორებული ცოლ-ქმრის შეხვედრის ფოტო ჩინურ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და „ვალენტინობის“ სიმბოლოდ იქცა.
ფოტოზე გამოსახული ფოტოს გმირები გვარად ვანები არიან. ვან შუვენი სიუჩჟოუს სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში ექთანია. ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან, სწორედ ამ საავადმყოფოში გააკეთეს კარანტინი. მას შემდეგ, რაც კლინიკაში პირველი პაციენტი შეიყვანეს, შუვენს სამუშაო ადგილი არ დაუტოვებია.
47 წლის შუვენის ქმარს ვან შენკუნუ ჰქვია. ის საათების განმავლობაში ქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რომელშიც კარანტინია გამოცხადებული. „ჩემი სიყვარული 10 დღეა არ მინახავს და ძალიან მენატრებოდა. უბრალოდ მინდოდა დამენახა, რომ დავმშვიდებულიყავი“,- უთხრა ჟურნალისტებს ვანმა.






















