
მომღერალმა გია დავითიანმა ექიმ ეკა არჩვაძეზე იქორწინა. ჩვენთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში წყვილი ქორწინების დეტალებზე ჰყვება.
სექტემბერში გაცნობილმა წყვილმა ხელი თებერვალში მოაწერა, ჯვრისწერა დაგეგმა და საზოგადოებას სიურპრიზი მოუწყო.
ეკა ამბობს, რომ გიამ ისე ელვის სისწრაფით მოახერხა მისთვის თავბრუსდახვევა და ქორწინებამდე მიყვანა, რომ ამის დაჯერება ახლაც უჭირს.
ეკა არჩვაძე: – გია საოცრად ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი ადამიანია. საერთოდ როგორ მოახერხა, რომ მასზე მექორწინა, დღემდე არ ვიცი. მე მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს. არ ამომასუნთქა. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები.
“ალილოსა” და “ქუჩის მუსიკოსების” წევრი, გია დავითიანი ცხოვრების ახალმა ეტაპმა, პატარა შეყვარებულ ბიჭად აქცია. ამბობს, რომ ღამეებს ათენებდა და ეს მის ასაკშიც შესაძლებელი ყოფილა.
გია დავითიანი: – მე მანამდეც ვწერდი ლექსებს. 2015 წელს მეგობრების დაჟინებული თხოვნით, გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული. მერე პაუზა მქონდა. არაფერი დამიწერია და ახლა ისევ მოვიდა მუზა, სიყვარულს მოჰყვა… და გონებაში დავიწყე ლექსების ძერწვა.
“სულ დავკარგე, ამირიე გონია, ამ პატარა კოხტა გოგომ ისე ამიყოლია, გაგრძელება…






















