
პანდემიამ რომ უამრავი ადამიანი დატოვა უმუშევარი – ეს ისედაც ცნობილი ამბავია. მძიმე პერიოდშიც აღმოჩნდნენ ისინიც, რომელბმაც მთავრობისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად, არსებობისთვის ბრძოლა თავად გადაწყვიტეს. სწორედ ასე მოხდა ნინას შემთხვევაშიც.
21 წლის ნინა გაგუა თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. ახალგაზრდების ოჯახიც ვერ გადაურჩა პანდემიით გამოწვეულ უსახსრობას.
ნინა გვიყვება, რომ მეუღლის მრავალგზის მცდელობების მიუხედავად სამსახური ვერ იშოვა. სამაგიეროდ, ნინას „გემრიელი ხელი“ აქვს და ხაჭაპური გამოსდის კარგად.
„ვიფიქრე facebook-ზე დავწერ ინფორმაციას და სახლში მივიღებ შეკვეთებს-თქო. facebook-პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა“- გვიყვება ნინა.
„ამან სტიმული მომცა. დღეში 7-8 ხაჭაპურს ვაცხობ. მეუღლე შეკვეთებს სახლში არიგებს.
საქმეც და ფუნქციაც განაწილებულია. ახალგაზრდებმა თავიანთი საცხობის ფეისბუქგვედრიც „ნინას სამზარეულო “ გააკეთეს და კვირაში უმრავ შეკვეთას იღებენ.
ახალგაზრდა წყვილის ოცნება პატარა კაფის მოწყობაა, თუმცა, ჯერ-ჯერობით “ნინას სამზარეულოში” მხოლოდ ხაჭაპურის და ლობიანის დაგემოვება შეგიძლიათ.
ნინა თვლის, რომ ეს საქმე თავისი ოცნებისკენ მიმავალი გზაა.























