13:31 | 2021-03-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ცოლი მომიკალით“ – გარდაცვლილი მედდის მეუღლე საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

„ცოლი მომიკალით“ – გარდაცვლილი მედდის მეუღლე საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

 

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძე 24 მარტს 28 წლის გახდებოდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X