12:52 | 2021-04-12 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცოლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დავით კოდუა დააკავეს

ცოლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დავით კოდუა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.

 

კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X