
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.
გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, რომ დაკავებულმა მამაკაცმა, ბოლოს საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ თუ ფულს არ გამოუგზავნიდა საკუთარ შვილს ვეღარასდროს ნახავდა.
„ქმარმა დაურეკა ცოლს საბერძნეთში, ლანძღა – თათხა და უთხრა ფული გამომიგზავნეო, რაზეც მეუღლემ უარი უთხრა. მაშინ, თუ ფულს არ მაღირსებ, ვეღარც ამ შვილის ხმას ვეღარ გაიგონებო“, – ამბობს გარდაცვლილი ბიჭის ბებია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.
გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს























