
ზუგდიდში ოთხ ადამიანს Covid-19 დადასტურდა.
აქედან 3 არასრულწლოვანი 42 წლის ზუგდიდელი სატვირთოს მძღოლის კლასტერიდანაა და ერთი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა.
ბოლო მონაცემები:
სამი არასრულწლოვანიდან ერთი სატვირთოს მძღოლის ოჯახის წევრია და ორი – მათი ნათესავი.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი მონაცემები ჯერ არ ასახულა.
ავტორი: თეა შონია























