
მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ კურზუში, დღვანა-კიწიის უბანში, 2003 წელს დაბადებული გოგო ლ.ჯ. გარდაცვლილი ნახეს.
მომხდარზე სოფლის რწმუნებულს გენადი კვაშილავას საუბარი არ სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას და დედამისს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. მეზობლების ვერსიით, შესაძლოა, გოგონას სიკვდილი ამ პრობლემებს უკავშირდება.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თეა შონია






















