
მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ გადაცემა „ფარულ კონვერტში” სტუმრობისას, „ნიჭიერში“ მონაწილეობის პერიოდი გაიხსენა.
მისი თქმით ერთ-ერთი მონაწილეობისას მას სიცხე ჰქონდა.
ია ფარულავა, კი რომელიც „ნიჭიერის” ჟიურის წევრი იყო ყვება:
„მე მაშინ ჟიურის წევრი ვიყავი, ასევე ნიკა გვარამია იყო ჟიურიში, შენმა სიმღერამ გაგვაოცა, შოკში ჩაგვაგდო და ახლა რომ თქვი, სიცხე მქონდაო მართლა გავოცდი” – ამბობს ია.
„ზუსტად იმ დღეს ამბობდა ნიკა გვარამია, მიკროფონს რომ ხელში მისცემთ მაშინ მოუტანეთ და დაალევინეთ რომ იმღეროს, იქვე დაალევინეთ, რომ ყელი გაუხურდესო… ეს ხომ ნებისმიერმა იცის,” – ამბობს ჯგერნაია.
ია ფარულავას თქმით, ნიკა გვარამია ინდირაზე გიჟდებოდა.
„ნიკა გიჟდებოდა შენზე და ცოტა შიდა ინფორმაცია გამომაქვს და ის პრიზი სპეციალურად შენთვის იყო“, – იხსენებს ია ფარულავა.






















