22:56 | 2021-08-13 ავტორი: Prime Time

ცოტაც უნდა გავიჭირვოთ – კახა კალაძე

ცოტაც უნდა გავიჭირვოთ – კახა კალაძე

„ტრანსპორტის შეჩერებას რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ, დარგის სპეციალისტებმა. იცით, თუ როგორ იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რაც ძალიან ცუდია“, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს.

ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით ტრანსპორტი დაინიშნა - ნახეთ მოძრაობის სქემა
2021-08-13ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით ტრანსპორტი დაინიშნა - ნახეთ მოძრაობის სქემა

 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემცირდეს, ცოტაც უნდა გავიჭირვოთ. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის მოთხოვნილი. ეს არის პირბადის ტარება, რომელიც ყველაზე მაგარი დამცავი საშუალება და ვაქცინაცია.

 

მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან არიან გააქტიურებული ადამიანები, იცრებიან და ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა; კიდევ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ ადამიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ერთადერთი საშუალება, ეს არის ვაქცინის გაკეთება. ამ რთულ ვითარებაში დავიცვათ, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ასევე ჩვენი ოჯახის წევრები, ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: Prime Time

X