00:05 | 2021-08-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ისიც მკვდა­რია – ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაურის მდგომარეობაზე

ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ისიც მკვდა­რია – ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაურის მდგომარეობაზე

ძიუდოისტი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­ი ​განზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნისზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის მდგაომრეობაზე საუბრობს.

 

როგორც ძიუდოისტი ამბობს, ზვიადაური ამჟამად ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობს თავს.

 

და­ახ­ლო­ე­ბით სამ დღე­ში ისე არის გამ­ხდა­რი, რომ 10 კილო აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ის ადა­მი­ა­ნი რას გა­დის ახლა, ვერც წარ­მო­იდ­გენთ. ცუ­დად იყო, სას­წრა­ფო იდგა.

 

მო­ვი­და, და­ი­ტი­რა ძმა, ძა­ლი­ან ცოტა ხანი იყო, ცუ­დად გახ­და და წა­ვი­და. ვერ გა­უძ­ლო, წელი სტკი­ო­და და ვერ და­დი­ო­და, რომ მო­ვი­და სკამ­ზე დას­ვეს. სი­ა­რუ­ლიც უჭირს უკვე, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ისიც მკვდა­რია“, – გა­ნა­ცხა­და ავთან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა.

 

ვინ არიან პაციენტები, რომლებიც საველე ჰოსპიტლებში მოათავსეს - თამარ გაბუნიას განმარტება
2021-08-20ვინ არიან პაციენტები, რომლებიც საველე ჰოსპიტლებში მოათავსეს - თამარ გაბუნიას განმარტება

 

ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა, 18 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეუფარდა.

 

ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედება ბრალი.

 

სისხლიანი გარჩევა თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია სამი და დაჭრილია ორი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის, ზურა ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური არის, რომელიც გუშინ, ახმეტაში დაკრძალეს.

 

ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას ბადრაგის თანხლებით ესწრებოდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X