21:17 | 2021-06-26 ავტორი: Prime Time

„თუ არავის ეტყვი, მაშინ მოგიყვებიო” – როგორ გამოუტყდა 8 წლის გოგონა დედას, რომ მასზე მეზობლები ძალადობდნენ

„თუ არავის ეტყვი, მაშინ მოგიყვებიო” – როგორ გამოუტყდა 8 წლის გოგონა დედას, რომ მასზე მეზობლები ძალადობდნენ

ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგონას ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

 

გოგონას დედა „კურიერს” უყვება, როგორ გაუმხილა შვილმა მეზობელი მამა-შვილის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჩადენილი ძალადობის შესახებ.

 

“როცა ტკივილებმა შეაწუხა ბოლოს, ვეღარ გაუძლო ალბათ და მომიყვა, ისიც ძლივს, დამაფიცა, რომ არავის არ უთხრაო. თუ არავის არ ეტყვი მაშინ მოგიყვებიო. მომიყვა, რომ ესეთ რაღაცებს უკეთებდნენ, არა მარტო მამა, არამედ შვილი. მეორესთან იყო ერთჯერადი მცდელობა, აღარ განმეორებულა,” – ამბობს არასრულწლოვნის დედა.

 

არასრულწლოვნის მამა კი ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

 

“წლების მეზობლები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რამე, რომ შემემჩნია ისინი დღეს ციხეში არ იქნებოდნენ, ცოცხლად დავწვავდი მაგათ, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია.

 

მინდა მივმართო სასამართლოს და პროკურატურას, ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ სრული სიმკაცრით,” – ამბობს არასრულწლოვანის მამა.

 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

 

სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები დაზარალებული გოგონას დაზეც ძალადობდნენ. სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X