00:58 | 2020-04-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ცრემლიანი შეხვედრა შვილებთან დედის გარეშე – ესპანეთში დაღუპული ცირა ალიხანაშვილის ქმარი სახლში დაბრუბნდა (ვიდეო)

ცრემლიანი შეხვედრა შვილებთან დედის გარეშე – ესპანეთში დაღუპული ცირა ალიხანაშვილის ქმარი სახლში დაბრუბნდა (ვიდეო)

ესპანეთში გარდაცვლილი, 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი, რომელიც საქართველოში მარტის ბოლოს დაბრუნდა, 2-კვირიანი კარანტინიდან გამოვიდა და ოჯახის წევრების ნახვის საშუალება მიეცა.

 

სახლის ჭიშკართან, ოჯახის ახლობლები და ხუთი შვილი დახვდა.

 

 

„დაბრუნდა…საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა. დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით. ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე. კაცები “არ ტირიანო” მაგრამ ტყუილია! ტირიან როდესაც უყვართ! ტირიან როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ… შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს ეს ის მომენტია“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი, რომელიც ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

 

34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა.

 

16 მარტს ცირა კორონავირუსით დაინფიცირდა, ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X