00:28 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

ცრუ განგაში 15 წლის მოზარდის იუბილეზე – რა მოხდა რუსთავში (ვიდეო)

ცრუ განგაში 15 წლის მოზარდის  იუბილეზე  – რა მოხდა რუსთავში (ვიდეო)

სახალისო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

 

„inforustavi“-ის ინფორმაციით, XII მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-8 სართულზე მოსახლეობამ ცეცხლი შენიშნა და სახანძროს გამოუძახეს.

 

ადგილზე მისულ მეხანძრეებს მაყალში დანთებული ცეცხლი დახვდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ოჯახი შვილის 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა და ამის ნიშნად მაყალში მწვადის შეწვას აპირებდნენ.

 

„ბავშვს დაბადების დღე აქვს და მწვადს უწვავს მამა, არ შეიძლება? ვინ გამოიძახა სახანძრო? აქ რა საფრთხე დაინახეს“, – ამბობენ ოჯახის წევრები.

 

 

ავტორი: Prime Time

X