
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მთავრობები ყოველთვის გუნდური პრინციპით მუშაობდნენ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრელებს საქმეს.
აი ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას და ხანდახან გავბრაზებულვარ კიდეც, რომ კი ბატონო, ეს ბუზია და მიბწკინა, მაგრამ ხომ უნდა გქონდეს უფრო ადეკვატური რეაგირება“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველთვის იყო უნარიანი, უბრალოდ ეს ახლა უფრო გამოჩნდა.






















