
წინასაახალწლო წვეულება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და გრანდიოზულად უნდა ჩატარებულიყო, 4 დეკემბერს, არადისტანციურ რეჟიმში გაიმართა, სადაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თვითმხილველები შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრის შემოჭრა გადაზრდილ იქნა ცხარე დაპირისპირებაში.
კითხვაზე როგორ დამთავრდა ინციდენტი, თვითმხილველები პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.
თვითმხილველების თქმით, საქმე შეიძლება გვქონდეს სოციალური რეგულაციების დარღვევასთან, რის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება. რა სახის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი წვეულებაზე ჯერჯერობით უცნობია, დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ წინასაახალწლო შეკრებასთან დაკავშირებულ დაფარულ ინფორმაციას მალე აეხდება ფარდა.
R






















