08:24 | 2020-06-03 ავტორი: თათია ცუკოშვილი

წვიმა ელჭექით, სეტყვა, ღვარცოფი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, სეტყვა, ღვარცოფი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

 

 

SOS !! მოზარდის ფოტომ, რომელსაც სახეზე ინფექცია აქვს, რუჯის მოყვარულები პანიკაში ჩააგდო - რას ამბობენ სპეციალისტები
2020-06-02SOS !! მოზარდის ფოტომ, რომელსაც სახეზე ინფექცია აქვს, რუჯის მოყვარულები პანიკაში ჩააგდო - რას ამბობენ სპეციალისტები

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

 

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X