
გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 16-17 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება.
16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ასევე დაგაინტერესებთ:























