08:04 | 2020-04-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

წვიმა, თოვლი, ქარი – ნახეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ქარი – ნახეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით,  8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

 

„8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

 

დაბალმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X