11:20 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე

ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

ქართული ოცნება მოწოდებულია შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

„უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ.

 

როგორც მოგეხსენებათ ამ შეთანხმებით, მხარეებმა ავიღეთ ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირების თავიდან აცილება.

 

ქართული ოცნება ზემდიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. სამწუხაროდ შეთანხმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა, ძალისხმევა მართლმსაჯულების პოლიტიზირებისთვის.

 

ნაციონალური მოძრაობა მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელი კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი.

 

რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი.

 

ამგვარი სიცურე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და კიდე ერთელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ავლენენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის, უგულავას და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, 4-ვე შემთხვევაში მიიღეს მკაფიო პასუხი, ოცნების მხრიდან, რომ ამ პატიმრების გათავისუფლება ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი.”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

ავტორი: Prime Time

X