
ცვლის თუ არა ვაქცინაცია ადამიანის გენეტიკურ კოდს? – კითხვას ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე პასუხობს:
„ვაქცინებს შორის ჩვენ გვხვდება დნმ ვაქცინები. თუკი ჩვენ რნმ ვაქცინებს შევხედავთ, ისეთი, როგორებიცაა: Pfizer, Moderna, ან კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული პრეპარატები, რომლებიც მალე შემოვა, მაგალითად, Novavax ან იგივე ჩინური ვაქცინები, რომლებიც დახოცილ ვირუსებს ეფუძნება, ეს ჯგუფები, ამ მხრივ, არ წარმოადგენს არავითარ თეორიულ საშიშროებასაც კი.
არსებობს ერთ-eრთი ჯგუფი, რომელიც დნმ ვაქცინებს განეკუთვნება, მათ შორის AstraZeneca, რომელიც შეიცავს კორონავირუსის გენეტიკურ მასალას. თუმცა, კვლევებით დგინდება, რომ დნმ მასალის ჩანერგვა არ ხდება ჩვეულებრივ სამიზნე უჯრედში, მაგალითად, ადამიანის მასპინძელ ორგანიზმში, როგორც ვუწოდებთ, ამ უჯრედების გენეტიკურ მასალაში. საბოლოოდ, პასუხი ასეთია: ეს არის მხოლოდ თეორიული საშიშროება, რომელიც პრაქტიკაში არ დასტურდება,“- განმარტავს გიორგი კამკამიძე.
წყარო: bm.ge






















