22:05 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

თუ 10 და მეტი პაციენტი ისევ დაფიქსირდება ღონისძიებებს გავამკაცრებთ – ტიკარაძე

თუ 10 და მეტი პაციენტი ისევ დაფიქსირდება ღონისძიებებს გავამკაცრებთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუკი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 და მეტი ინფიცირების შემთხვევას ისევ გამოავლენენ, რეგიონში ღონისძიებებს გაამკაცრებენ.

 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მინისტრი ბოლნისში გამოვლენილ კორონავირუსის 15 ახალ შემთხვევას გამოეხმაურა.

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი დარჩება საყურადღებო და არის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებში 10 და მეტი პაციენტი, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ.

 

15 ახალი დაინფიცირებული, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბით დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ეს რეგიონი არის ძალიან საყურადღებო და შესაბამისად, ჩვენი აქტიური მუშაობა გრძელდება.

 

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზეც, კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ იმ საველე სამუშაოებს.

 

ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონში მოსახლეობას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვყავს ის გამოვლენილი კოვიდ ინფიცირებულები, რომლებიც აღმოჩენილები არიან ამ რეგიონში და რომლებიც არიან ძალიან საყურადღებოები არიან ეპიდსიტუაციის გავრცელებასთან მიმართებაში”, – თქვა მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ავტორი: თამთა თორდია

X