12:04 | 2021-02-02 ავტორი: Prime Time

თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, დიდი შანსია, რომ… – ნახეთ, რის შესახებ გვაფრთხილებს ენტონი ფაუჩი

თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, დიდი შანსია, რომ…  – ნახეთ, რის შესახებ გვაფრთხილებს ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, დიდი შანსია, რომ კოვიდის ახალი მუტაციით რეინფიცირდეს, თუ ის დომინანტური გახდება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

„სამხრეთ აფრიკაში მყოფი ჩვენი კოლეგების გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, დიდი შანსია, რომ ის ახალი მუტაციით რეინფიცირდეს, თუ ის დომინანტური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გადატანილი ინფექცია, ადამიანებს რეინფიცირებისაგან არ იცავს“,- განაცხადა ფაუჩიმ.

ავტორი: Prime Time

X