
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით იმ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, რაც ახლა გვაქვს, მაშინ ივნისში ვითარება აღარ გაუარესედება.
“რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს დიდი, რომ ჩვენ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას და ამ დროს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.
თუ აპრილსა და მაისს, დაახლოებით, ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში, შევალთ უფრო მეტად დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















