
საფინანსო კომპანია FinanceBuzz-ი იმ ადამიანს, რომელიც ოქტომბერში 13 საშინელებათა ფილმს უყურებს, 1 300 დოლარს გადაუხდის.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ კომპანია კვლევას ატარებს, რათა გაიგოს, რამდენად იმოქმედებს ფილმისგან გამოწვეული ემოციები და ეფექტიანობა მის შემოსავალზე.
მაყურებლისთვის 13 საშინელებათა ჟანრის ფილმია შერჩეული, მათ შორისაა Annabelle, Get Out, Quiet Place-ის ორივე ნაწილი. დაინტერესებულმა პირებმა 26 სექტემბრამდე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, შერჩეული კანდიდატი კი პირველ ოქტომბერს გამოვლინდება, რომელიც 13 ყველაზე საშიშ ფილმს 9-დან 18 ოქტომბრამდე უყურებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: ნიკა გვარამიას დაპირისპირება ქარელში ადგილობრივებთან, სადაც დაშავებული ოპერატორია მოთავსებული
- არცერთი წუთით არ ვუშვებთ, რომ ფატალური შედეგი, შეიძლება, დადგეს… – როგორია ლევან ვასაძის მდგომარეობა






















