11:37 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ვიტყვით – ნათია მეზვრიშვილი

თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ვიტყვით – ნათია მეზვრიშვილი

„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ვიტყვით“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც იგი აცხადებს, ცრუ ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ პანიკის დათესვას ემსახურება.

 

რამდენ ხანს აღარ დაინფიცირდება კორონავირუსით კოვიდგადატანილი პაციენტი - გამყრელიძის განმარტება
2020-10-21რამდენ ხანს აღარ დაინფიცირდება კორონავირუსით კოვიდგადატანილი პაციენტი - გამყრელიძის განმარტება

 

„ცრუ ინფორმაციებია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადამიანებს არავინ მკურნალობს, მიყრილები არიან და ა.შ. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება. შფოთვის საფუძველი არ არის. ეს ყველაფერი ემსახურება პანიკის დათესვას. ყველა ადამიანთან ოჯახთან კონტაქტზე არის ოჯახის ექიმი. ძალიან გთხოვთ, ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას.

 

დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით და ამისი არანაირი პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არსდროს გვქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X