19:15 | 2020-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში! – პაატა იმნაძე

თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში! – პაატა იმნაძე

თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში!, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს და მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 

მისი განმარტებით, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მხრივ ყველა აუცილებელი ზომა უკვე მიღებულია, ახლა მოვლენათა შემდგომი განვითარება უკვე საზოგადოების მიერ რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული.

 

„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში ! აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 85 შემთხვევაა დაფიქსირებული, კარანტინის რეჟიმში – 4 641 იმყოფება, სტაციონარში კი 239 პაციენტს აკვირდებიან. ამასთან, რომ გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს:

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

პაატა იმნაძე - ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს
2020-03-28პაატა იმნაძე - ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X