12:18 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები – გამყრელიძე ​

თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები – გამყრელიძე  ​

ხალხმა და მოსახლეობამ, ასევე ალბათ, მაკონტროლებელმა დავიჯერეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემია დასრულდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებლი.

 

„ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, რომ აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად.

 

მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, რომ თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X