13:09 | 2021-04-07 ავტორი: Prime Time

თუ არსებული ტემპები შენარჩუნდა, მოსახლეობის 60-70%-ის ასაცრელად ქვეყანას 3 წელი დასჭირდება – ივანე ჩხაიძე

თუ არსებული ტემპები შენარჩუნდა, მოსახლეობის 60-70%-ის ასაცრელად ქვეყანას 3 წელი დასჭირდება – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმუნიზაციის არსებული ტემპი ქვეყანაში პანდემიის დამარცხების პერსპექტივას ძალიან გაგვიხანგრძლივებს.

 

მისი თქმით, თუ არსებული ტემპები შენარჩუნდა, მოსახლეობის 60-70%-ის ასაცრელად ქვეყანას 3 წელი დასჭირდება.

 

„ის რაც საქართველოში ხდება, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება, მინიმუმ 5-6 ათასი ვაქცინირებული და რეალურად გვაქვს 1000-1300, ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ ქვეყანაში პანდემიის დამარცხების პერსპექტივას ძალიან გაგვიხანგრძლივებს. ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება მინიმუმ, 3 წელი, რომ ავცრათ მოსახლეობის 60-70%“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ქრონიკის” ეთერში.

 

ავტორი: Prime Time

X