08:36 | 2021-10-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თუ აცრის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, უფრო მძაფრი ტალღები გვექნება – ამირან გამყრელიძე

თუ აცრის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, უფრო მძაფრი ტალღები გვექნება – ამირან გამყრელიძე

„თუ ჩვენ აცრის მოცვის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, ჩვენ ყოველ ორ თვეში ამ ტიპის და უფრო მძაფრი ტალღები გვექნება“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ნოემბერი იქნება საკმაოდ რთული. შეიძლება ბევრს ჩემი წინასწარმეტყველება არ მოეწონოს, მაგრამ სამწუხაროდ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ნიშნულით არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღები.

 

ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ  დაუდგება - ბიძინა კულუმბეგოვი
2021-10-19ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ დაუდგება - ბიძინა კულუმბეგოვი

 

ახლა უფრო მძაფრად მიდის პანდემია, დელტა შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა”, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X