15:34 | 2021-07-16 ავტორი: Prime Time

თუ ბანაკი გინდოდათ და გითხრეს არაო, აი ბანაკი – რას გეგმავს ზურა ჯაფარიძე, როცა ბანაკები აკრძალეს

თუ ბანაკი გინდოდათ და გითხრეს არაო, აი ბანაკი – რას გეგმავს ზურა ჯაფარიძე, როცა ბანაკები აკრძალეს

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ზემო სვანეთში ყრილობას აანონსებს, რომელსაც ბანაკის ფორმა ექნება.

 

„ბანაკები აიკრძალაო. ჩვენ გვექნება ბანაკის ფორმის ყრილობა აქ. გავერთობით, ვილაპარაკებთ, ვიკამათებთ, ვიდებატებთ​. დებატებში მე დავიცავ სხვადასხვა იდეოლოგიურ პოზიციებს, ნებისმიერს გარდა კლასიკური ლიბერალიზმისა. ქვემოთ ივენთის ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალები . ფასი რეალურად არის კვების საფასური, ფულის გაკეთებას ამ ივენთზე არ ვაპირებთ. მოკლედ, თუ ბანაკი გინდოდათ და გითხრეს არაო – აი ბანაკი,“ – წერს ზურა ჯაფარიძე.

 

შეგახსენებთ, 19 ივლისიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

 

ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ავტორი: Prime Time

X