13:46 | 2021-04-14 ავტორი: თამარ გონგაძე

„თუ ბესო დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს!“ – ნახეთ, რას გეგმავს „რუსთაველის თეატრი“ ბესო ზანგურთან დაკავშირებით

„თუ ბესო დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს!“ – ნახეთ, რას გეგმავს „რუსთაველის თეატრი“ ბესო ზანგურთან დაკავშირებით

დაიწყება თუ არა მაყაშვილი-ზანგურის საქმეზე გამოიძიება, ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

 

მსახიობმა მსახიობ ექს ქმარს გადაცემა “ფარულ კონვერტში” ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი. იურისტები 11 წლის წინანდელ საქმეს ხანდაზმულად არ მიიჩნევენ. როგორც “რადიო თავისუფლებასთან” თამარ დეკანოსიძე ამბობს, აუცილებელია გამოძიებამ დაიწყოს იმ გარემოებების შესწავლა, თუ რა ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა ან საერთოდ არ აქვთ, ან ეს ვადა 25 წელს მოიცავს.

 

ქალთა აქტივისტი, იდა ბახტურიძე “რადიო თავისუფლების” ამავე სტატიაში გაკეთებულ კომენტარში საჭიროდ მიიჩნევს რომ რუსთაველის თეატრმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს იმ ინფორმაციას, რაც 12 აპრილს მედიით გავრცელდა:

 

“უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი კაცების, მსახიობების, სპორტსმენების მსხვერპლებს განსაკუთრებით უჭირთ დღეს საქართველოში, რადგან ისინი განსაკუთრებული თავდასხმების ობიექტები ხდებიან და ამის მაგალითი არაერთი გვაქვს. მე მაინტერესებს, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება რუსთაველის თეატრი ამ ინფორმაციას. ჩვენ ვაფინანსებთ ამ თეატრს, არ შეიძლება ასეთი ადამიანები საზოგადოებას წარუდგინო, როგორც საპატივცემულო ადამიანი, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი საკუთარი თეატრისგან. ვიტოვებ იმედს, რომ შესაძლოა, აქამდე, სანამ ეს ინფორმაცია საჯარო არ იყო, მისი კოლეგები, მეგობრები ყურს იყრუებდნენ, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენ საზოგადოება მოვითხოვთ ამას. მე, როგორც აქტივისტი, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ამ თეატრისგან მოვითხოვოთ პასუხი და ქმედება იმაზე, რაც მოისმინა მთელმა საზოგადოებამ მათი დასის წევრის შესახებ” – აცხადებს იდა.

 

No description available.

 

ნინუცა მაყაშვილიც რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა. დები მაყაშვილები ქასთინგის მეშვეობით მიიღეს. როგორც რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ია შერაზადაშვილი გვეუბნება, ნინუცა შემცირებაში მოჰყვა.

 

“ეს შემცირება სახელმწიფოსგან იყო, დასი 10 პროცენტით უნდა შემცირებულიყო, სწორედ ამ შემცირებაში მოჰყვა ნინუცაც. მაშინ ბევრი მსახიობი გაუშვეს თეატრიდან და არა მხოლოდ მსახიობებს შეეხოთ ეს” – “პრაიმტაიმთან” ამბობს ია.

 

შემდეგ უკვე მსახიობი “დილა მშვიდობისა საქართველოში” ამინდის პროგნოზის წამყვანად ვიხილეთ.

 

თუ რა პოზიცია აქვს თეატრს, რა რეაგირება და რას გეგმავენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, “პრაიმტაიმთან” კომენტარს ია შერაზადაშვილი აკეთებს.

 

ია შერაზადაშვილი, რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: – ჩვენ გავემიჯნეთ ძალადობას, ოჯახურსაც მათ შორის. როცა საქმე აღიძრება და გვექნება იურიდიული დოკუმენტი, მას შემდეგ მოვიმოქმედებთ.

 

ამისთვის ნინუცა მაყაშვილმა და ბესო ზანგურმა სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაჭრან ეს საკითხი. იურიდიული დოკუმენტის გარეშე თეატრი ზომებს ვერ მიიღებს.

 

No description available.

 

ჩვენ რა უფლება გვაქვს, იურიდიული დოკუმენტის გარეშე რაიმე ღონისძიებას მივმართოთ? არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია. უნდა აღიძრას საქმე, კანონის ფარგლებში. პროკურატორიდან უნდა მიენიჭოს კვალიფიკაცია.

 

მე თუ მკითხავთ, ნინუცას აქამდეც უნდა შეეტანა ეს საქმე. დაველოდოთ მოვლენებს. თუ ბესო დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. თუ დამნაშავე არ არის, ცილისწამებაზე უნდა შეიტანოს სარჩელი.

 

მე პირადად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ თემის შესახებ არაფერი მსმენია. როდესაც მე თეატრში ვმუშაობდი, ახალი შერთულები იყვნენ და მათ ბედნიერებს ვხედავდი თეატრში. შემდეგ უკვე მე აღარ ვმუშაობდი იქ და არაფერი ვიცი…

 

ბესო ზანგური განცხადებას ავრცელებს
2021-04-14ბესო ზანგური განცხადებას ავრცელებს

 

– მსახიობმა თამთა ინაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, ნინუცას სოლიდარობის მიზნით უარს ამბობს იმ სპექტაკლში (“სადღაც ცისარტყელას მიღმა”) თამაშზე, სადაც მას პარტნიორობას ბესო ზანგური უწევს. იცით, ეს ინფორმაცია?

 

– ეს მისი პროტესტია. თეატრს, როგორც იურიდიულ დაწესებულებას, აღძრული საქმიდან უნდა ჰქონდეს იურიდიული დოკუმენტი. სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვიერი გამოსვლებით რუსთაველის თეატრი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X