
თუ ჩვენ ახლა რაღაცას წავიყრუებთ, რაღაც დათმობაზე ვიფიქრებთ, დამერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ მიჩვეულია გადაგდებას, მოტყუებას, თაღლითობას და ის აბსოლუტურად ყველაფერში გადაგვაგდებს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადებას გაავრცელებენ.
„პირველი – მოთხოვნა არის ერთიანი, რომ როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მეორე – ამას უჭერს სრულად მხარს ევროკავშირი და ამას უჭერს სრულად მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებას და აქ ყველა საკითხი დასრულებულია.
როგორც გახარიას უთქვამს, წერილი დავსვათ, თუ გნებავთ. და მესამე, დღეს ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს თავისი აზრი, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გავავრცელებთ.
იმედი მაქვს, რომ აქ სხვაობა არ იქნება ჩვენს პოზიციაში, ყველა ვიქნებით ერთიანები. ჩვენ ერთიან პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდება.






















