00:35 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება სურს, ამას ნებართვა არ სჭირდება – გახარია სააკაშვილის განცხადებაზე

თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება სურს, ამას ნებართვა არ სჭირდება – გახარია სააკაშვილის განცხადებაზე

პანდემიის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებიდან დღეს სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე ადრე დაიწყო საკუთარუ მოქალაქეების ორგანიზებული გამოყვანა.

 

ეს ორგანიზებულად გაგრძელდებდა და არა ქაოტურად. რამოდენიმე შემთხვევაში ჩვენი მეოზბელი ქვეყნებიც კი გვთხოვენ, რომ მათი ინტერესებიც გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გახარიამ ასევე მიანიშნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე და მას პოლიტკური პოპულიზმი უწოდა.

 

„ბევრი სპეკულირება ხდება ამ თემით. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტკური სპეკულირება. თუ ვინმეს საქართველოს მოქალაქეების დახმარება სურს, ამას არანაირი ნებართვა არ სჭირდება, უბრალოდ უნდა მიმართონ იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას…

 

ამ ბრძოლის დროს პოლიტკური პოპულიზმი არის დამღუპველი და ეს არავის არ ეპატიება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მას საკუთარი ხარჯებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება სურს, თუმცა  საქართველოს ხელისუფლებას ამის უფლებას არ აძლევს.

ავტორი: Prime Time

X