
ბრაზილიაში ფერნანდო დი ნორონის სანაპირო მხოლოდ კორონავირუს გადატანილ ტურისტებს უმასპინძლებს. ამ ინფორმაციას უცხოური გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
სტატიაში განმარტებულია ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელსაც კუნძულზე მოხვედრის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ – ეს ბოლო 20 დღეში გაკეთებული PCR ტესტის დადებითი პასუხი ან სეროლოგიური ტესტი, რომელიც სხეულში ვირუსის ანტისხეულების არსებობას დაადასტურებს.

ანუ თუ თქვენ, ბრაზილიური ვოიაჟი გხიბლავთ და საოცნებო კუნძულზე დასვენებაზე გიოცნებიათ, ამასთანავე კორონავირუსი დაამარცხეთ, გეძლევათ შესაძლებლობა იმოგზაუროთ და მოხვდეთ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კუნძულზე, რომელიც TripAdvicor-ის კვლევების თანახმად, 2020 წელს ფერნანდო დი ნორონის სანაპირო საუკეთესო მიმართულებად დასახელდა.























