
„თუ დღესასწაულების პერიოდში დისტანცირების და ჰიგიენის წესების მასობრივი დარღვევა არ მოხდა, სავარაუდოდ, მომდევნო ათ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,000 შემთხვევის ფარგლებში იქნება“,- ამის შესახებ „საერთაშორისო ფონდ კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ ახალ კველვაშია ნათქვამი.
კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე საქართველოში ვირუსის შესაძლო შემთხვევებია პროგნოზირებული.
როგორც კველვაშია აღნიშნული, 1-10 მაისის პერიოდი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
„თუ დღესასწაულების პერიოდში დისტანცირების და ჰიგიენის წესების მასობრივი დარღვევა არ მოხდა, მაშინ სავარაუდოდმომდევნო ათ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,000 შემთხვევის ფარგლებში იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ შემთხვევათა ექსპონენციურ ზრდას მივიღებთ.
ვთვლით, რომ მომავალი 1-10 მაისი პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის: ან შევინარჩუნებთ იმ ქვეყნის სახელს, რომელიც ეფეტურად უმკლავდება ეპიდემიას ან ვერა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.






















