10:55 | 2021-11-02 ავტორი: Prime Time

თუ ძლიერი წამახალისებელი ან შეზღუდვა არ იქნება, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება – გამყრელიძე

თუ ძლიერი წამახალისებელი ან შეზღუდვა არ იქნება, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა - იზრდება ინფიცირებულთა რიცხვიც 
2021-11-02ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა - იზრდება ინფიცირებულთა რიცხვიც 

 

„საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%, ზოგიერთისთვის 50%. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა.

 

ასე რომ, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი არ იქნება ან რაიმე შეზღუდვა არ იქნა შემოღებული, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა

 

Video: “ასეთი ცეკვა ცხოვრებაში არ მიცეკვია. რთული ყოფილა, მაგრამ პირობა – პირობაა” – ზურა ხაჩიძემ სიტყვა შეასრულა და იცეკვა

 

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

 

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

 

ავტორი: Prime Time

X