
საქართველოს ხელისუფლება იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღეს სამშენებლო სექტორთან შეხვედრის შემდეგ კი გიორგი გახარია დეტალები განმარტა. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით:
ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხით ბინის შეძენას მთავრობა სესხის 4 პროცენტს 5 წლის ვადით დაუფინანსებს.
„მივეხმარებით ყველას, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის განვითარებასაც.























