23:17 | 2020-04-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თუ ის ფიქრობს, რომ არის კაცი!.. – თიკა მახალდიანი მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს რჩევას აძლევს

თუ ის ფიქრობს, რომ არის კაცი!.. – თიკა მახალდიანი მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს რჩევას აძლევს

მომღერალმა თიკა მახალდიანმა დედის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელზე, სოსო გაბრიაძეზე ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „სხვა ნანუკაში“ ისაუბრა.

 

მომღერლის თქმით, მას სჯერა, რომ სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაკავებულ პოლიციელს სასჯელი არ შეუმსუბუქდება.

 

„მე ვისურვებდი და მასაც ვურჩევდი, თუ ის ფიქრობს, რომ არის კაცი, არ მიედ-მოედოს რაღაცეებს და ფულით წლების დაკლებას. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები ყველაფერს ისე გააკეთებენ როგორც საჭიროა.

 

ამ ტრაგედიას არაფერი ეშველება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მოგვინდება, რომ ორი წლის შემდეგ ეს ადამიანი ქუჩაში შეგვხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მოსთხოვს პასუხს. “- განაცხადა მომღერალმა.

 

თიკა მახალდიანმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე წუთებში მის მიმართ ყურადღებას და პატივისცემას გამოხატავს.

 

შეგახსენებთ, 20 აპრილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა.

 

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X