
“თუ იუნისეფმა იკადრა და მოვიდა, რატომ არ მოდის სახალხო დამცველი, ვალდებულია მოგვმართოს ჩვენ” – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავამ ნინოწმინდის პანიონზე “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას აღნიშნა.
ედიშერ ქარჩავას თქმით, თუ ომბუდსმენი პირადად მიმართავს საპატრიარქოს, მაშინ მზად იქნებიან ითანამშრომლონ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
“მე არა ერთხელ მოვუწოდე სახალხო დამცველს, გუშინ გააკეთა განცხადება საპატრიარქომაც, ჩვენ ვეუბნებით, ჩვენი კარი როგორც მსოფლიოში ნომერ პირველი ბავშვთა ორგანიზაციის იუნისეფმა იკადრა, მობრძანდა თვითონ, ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენი ინიციატივა იყო, თუ იუნისეფს, ევროკავშირის ორგანიზაციებს შეუძლია ჩვენთან ითანამშრომლოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისათვის, სახალხო დამცველს რატომ არ ეკადრება ჩვენთან თანამშრომლობა?
როდესაც კონსტიტუციას აფრიალებ, კონსტიტუციაში წერია მთავარი ინსტიტუცია, ასევე საპატრიარქო, რა ვქნათ ახლა, რომელი უპირატესი ნორმაა, თქვენი სახალხო დამცველის თუ მეორე ნორმა?
ჩვენ ვეუბნებით მარტივად, რომ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა ხდება რაღაც სამართლებრივ საფუძველზე, ამიტომ ინსტიტუციის უფლება, თუ ხდება და მისი ხელშეშლით აღკვეთა, რომ განვახორციელოთ, სახალხო დამცველი ვალდებულია, რომ ოფიციალურად მოგვმართოს ჩვენ, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებსაც.
სახალხო დამცველი, თუ მიმართავს საპატრიარქოს და იტყვის, რომ მის მიერ გარკვეული უფლება ირღვევა, ეკლესიამ არა ერთხელ განაცხადა და პირადად მეც ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველთან, მეტი რა ენაზე ვილაპარაკო?!” – განაცხადა “დღის კურიერში” ედიშერ ქარჩავამ.
ასევე ნახეთ: 300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! – მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვაზე საუბრობს






















