17:27 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ – გახარია ფერმერებს

თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ – გახარია ფერმერებს

„თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ“,- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელოში ფერმერებს. 

 

როგორც მან „თხილობა 2020“-ის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, როდესაც ადამიანს ემსახურები.

 

„მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან პროდუქტის ექსპორტი იზრდება. ამიტომ თხილიც ამ ჩამონათვალში თავის ნიშას დაიკავებს. მე მინდა გისურვოთ, რომ შრომის შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერი იმაზე კეთილსინდისიერი არ არის, ვიდრე შრომით მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო სრულ მსახურებაში უდნა იყვნენ თქვენთან.

 

ნახეთ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც FACEBOOK რეკლამებში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
2020-09-06ნახეთ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც FACEBOOK რეკლამებში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

 

დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს, რომ თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, გარდა იმისა, რომ ადამიანს ემსახურო“,- აღნიშნა გახარიამ.

 

დღეს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ფესტივალ „თხილობა 2020“-ს დაესწრო.

 

ავტორი: Prime Time

X