20:40 | 2021-02-07 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კორონავირუსის გამო გემო და ყნოსვა დაკარგეთ – ექიმი სპეციალურ ვარჯიშებს გვთავაზობს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კორონავირუსის გამო გემო და ყნოსვა დაკარგეთ – ექიმი სპეციალურ ვარჯიშებს გვთავაზობს

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინფიცირების გამო დაკარგული გემოსა და ყნოსვის ფუნქცია დროულად აღდგეს – ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი საუბრობს და საზოგადოებას შემდეგ რჩევებს აძლევს.

 

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს რამე კონკრეტული პრეპარატი, რომელიც მიმართულია გემოსა და ყნოსვის ეფექტურ აღდგენაზე, თუმცა არის სხვადასხვა მიმართულება, რომელიც ახლა მუშავდება.

 

დღეისთვის, ყველაზე ეფექტურად ყნოსვის ვარჯიში ითვლება. უნდა აიღოთ 4 სხვადასხვა ტიპის სურნელი, ეს სურნელები სპეციალურადაა შერჩეული იმის მიხედვით, რა ტიპის ყნოსვის რეცეპტორები არსებობს და რა ტიპის არის ზოგადად ყნოსვა – ვარდის, მიხაკ-დარიჩინის, ევკალიპტის და ლიმონის სურნელებია შერჩეული. ყოველ დღე ივარჯიშეთ. 10-20 წამის განმავლობაში შეისუნთქეთ თითოეული მათგანი ღრმა ჩასუნთქვით. ეს მოქმედებები დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. დაახლოებით, 2-3-თვიანი ვარჯიშის შემდგომ ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაბრუნდება.

 

ნანა გეგეჭკორი: ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ვიდრე მამაკაცებს
2021-02-07ნანა გეგეჭკორი: ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ვიდრე მამაკაცებს

 

ყნოსვა და მეხსიერება ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ ვარჯიშის დროს ეცადეთ და გაიხსენეთ და იფიქრეთ სურნელზე, რომელსაც დაკარგვამდე გრძნობდით.

 

ასევე, გარკვეული მონაცემებია A ვიტამინის წვეთებზე, რომელიც სპეციალურად ცხვირისთვის გამოიყენება, შესაძლოა ის დაეხმაროს აღდგენაში, ასევე omega3 ტაბლეტების ან კაფსულების სახით. თუმცა, კვლევები დასრულებული არ არის და ზუსტი მონაცემებიც არ არსებობს“, – ამბობს ექიმი „მთავარის“ დილის გადაცემაში.

ავტორი: Prime Time

X