12:34 | 2020-03-18 ავტორი: თეონა ყაჭიური

თუ მაღალი მატება გვექნება გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადაიდოს – ეკატერინე ტიკარაძე

თუ  მაღალი მატება გვექნება გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადაიდოს – ეკატერინე ტიკარაძე

„თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადაიდოს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ახლაც მუშაობს.

 

„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. სკოლებში, ბარებსა და უნივერსიტეტებში კი სწავლა 1 აპრილამდეა გადადებული.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X