16:51 | 2020-12-21 ავტორი: Prime Time

“თუ მაინც და მაინც ეპატაჟი უნდა, გამურვა და ქვითინი ბევრად შთამბეჭდავია” – თამარ ჩერგოლეიშვილი გაბუნიას მონოლოგზე

“თუ მაინც და მაინც ეპატაჟი უნდა, გამურვა და ქვითინი ბევრად შთამბეჭდავია” – თამარ ჩერგოლეიშვილი გაბუნიას მონოლოგზე

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს და კვირას “პოსტფაქტუმში” გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

 

“იმედზე გვარამიას ქონებაზე სიუჟეტი ვნახე – სახლს კანალიზაცია და წყალი არ აქვს, მაგრამ ფეშენებელურიაო. ვიღაც ბრგე არსება ყვებოდა.
შემოვედი, რამეს დავწერ მეთქი და დამხვდა თემად გაბუნია.

 

ამ უკანასკნელს თუ მაინც და მაინც ეპატაჟი უნდა, გამურვა და ქვითინი ბევრად შთამბეჭდავია”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, „კახა კალაძეს ვერ ეკამათები იმაზე, რომ მიწების მითვისება შესაჩერებელია. მერს პრინციპული დამოკიდებულება აქვს და ესეც არ არის ცუდი“,- ამის შესახებ ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა “პოსტფაქტუმის” დაწყებამდე მონოლოგში განაცხადა.

 

საუბარია თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟზე.

 

კალაძეს ხშირად ისეთი ნაბიჯების გადადგმა უწევს, რასაც სხვა ვერ გაბედავდა – გიორგი გაბუნიას მხარდაჭერა თბილისის მერს (ვიდეო)

 

ავტორი: Prime Time

X