01:09 | 2021-06-04 ავტორი: Prime Time

თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, პასუხისგებაში მისაცემია – ვის დასჯას ითხოვს მამა პეტრე კოლხი

თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, პასუხისგებაში მისაცემია – ვის დასჯას ითხოვს მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

სასულიერო პირის აზრით, თუ ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.

 

“არ ვიცი რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, არ ვიცი რომელია სიმართლე, რომელი ჭორი, მაგრამ ყველანაირი ძალადობა, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, დასაგმობი და პასუხისგებაში მისაცემია.

დღესაც დაპატიჟეს და ცოტა ხნით წავიდა. ეს ბუბას ერთადერთი, სერიოზული ჰობია - 82 წლის ბუბა კიკაბიძე ამ გატაცებას ვერ ღალატობს
2021-06-04დღესაც დაპატიჟეს და ცოტა ხნით წავიდა. ეს ბუბას ერთადერთი, სერიოზული ჰობია - 82 წლის ბუბა კიკაბიძე ამ გატაცებას ვერ ღალატობს

 

იმედია, გამოძიება სიმართლეს გამოავლენს და არავის ექნება მცდელობა, ვიმედოვნებ, არც ერთი მხარე შეეცდება ფაქტები დაამახინჯოს და მათთვის სასურველი სამოსით შეფუთოს ბავშვთა საქმე.

 

ზოგადად, ვინც პრობლემაზე საუბრობს ის არ არის მტერი და დამაქცევარი, მტერი ის არის, ვინც ძალადობას და უღმერთო ანგარიშსწორებას ხელს აფარებს.

 

და საერთოდ, დროა ქრისტიანობა ვისწავლოთ და მისი უმთავრესი პრინციპი – თ ა ნ ა ს წ ო რ ო ბ ა ცხოვრების წესად ვაქციოთ.

 

ვემიჯნები ძალადობას, აგრესიას, ქრისტეს სახელით საკუთარი სიბნელის ტირაჟირებას!..” – წერს მამა პეტრე კოლხი.

 

 

ავტორი: Prime Time

X